არაფორმალური განათლება

5 ოქტომბერი ღიმილის დღეა(დაემთხვა მასწავლებლის საერთაშორისო დღეს). ”World Smile Day” აღინიშნება 1999 წლიდან ოქტომბრის პირველ პარასკევს. წლევანდელი 5 ოქტომბერი წვიმიანი იყო. წვიმას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია, მე და ჩემი მოსწავლეები ვიყავით 6 მაისის პარკში, ზოოპარკსა და ხელოვნების გალერეაში. ასევე მოვინახულეთ წიგნის მაღაზია ”წიგნები ბათუმში”, სადაც გავიცანით მარიამ კორინთელი, რომელმაც ბავშვებს აჩუქა წიგნი და წაუკითხა მოთხრობები. მე და ჩემი ბავშვები სახლებSი შთაბეჭდილებებით აღსავსენი დავბრუნდით.















           უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით 2014 წლის სექტემბერ-ოქტომბერში თბილისსა და ბათუმში გაიხსნა უკრაინელი მხატვრების გამოფენა ”პეტრიკივკა - უკრაინის სული”. მე და ჩემი მოსწავლეები ვიმყოფებოდით გამოფენის გახსნაზე, ასევე უკრაინელმა მხატვრებმა - გალინა ნაზარენკომ, ნატალია მალარჩუკმა, ალიონა იარმოლუკმა ჩაუტარეს მასტერკლასი მოსწავლეებს ტექნიკის გამოყენების თაობაზე. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს და გააფორმეს ნახატები, გადაიღეს სამხსოვრო სურათები უკრაინელ მხატვრებთან. ეს დღე დაუვიწყარი იქნება მათთვის.  



































2014 წლის 10 ნოემბერი. ექსკურსია აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.მუზეუმი დაარსდა 1908 წელს.მუზეუმში მოქმედებს ბუნების,არქეოლოგიისა და ისტორიის განყოფილებები.წარმოდგენილია ჩვ.წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნით დათარიღებული უნიკალური ექსპონატები.























eTwinning-ის ფარგლებში შევუერთდით პროექტს ,,Споёмте,друзья!”. (პროექტის ავტორი: ლარისა ტიხონოვა, ლიტვის ქალაქ პანდელისის გიმნაზიის პედაგოგი).
პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა თხოვნით მიმართეს სამუსიკო სკოლა-თერთმეტწლედის დირექტორს ქ-ნ ნ.ჩაიძეს სიმღერა ჩაგვეწერა მათთან,რაზეც თანხმობა განაცხადა.....



    პროექტი ,,უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს       ქალაქში” გავგზავნე მასწავლებელთა კონკურსზე ,,საქართველოს ფორუმი-პარტნიორები განათლებაში 2013“.













Комментариев нет:

Отправить комментарий