ტრენინგები, სემინარები

გრძელვადიანი ტრენინგ-კურსი:,,უცხო ენის სწავლების თეორია და პრაქტიკა”.(2013 წლის ივნის-ივლისი)

არაჩვეულებრივი ტრენერი ელმირა ზოგრანიანი


 ტრენინგი:,,პროექტების დაგეგმვა და მართვა eTwinning-ის ფარგლებში.
(2013 წლის დეკემბერი)






წერილობითი ანგარიში
მასწავლებელთა პროფესიული ეროვნული ცენტრის მიერ  ორგანიზებული ტრენინგისა სქემაში ჩართული მასწავლებლების მიერ  არჩეული აქტივობების   ეფექტურად განხოეციელების სტრატეგიები.
ტრენინგი ჩატარდა ბათუმში  2012 წლის   2  ოქტომბერს
ტრენინგის მიზანი:         სქემაში ჩართული მასწავლებლებისათვის დახმარების გაწევა სხვადასხვა აქტივბების ეფექტურად გამოყენებისათვის.
ტრენინგის ხაბგრძლივობა– ერთი დღე.
ტრენინგს უძღვებოდა       მაია ბაქრაძე
ტრენინგზე განხილული იქნა : 
  ა) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა; 
   ბ)    პედაგოგიური კვლევა;  
   გ)    პროექტი– პროექტი გაკვეთილი;
   დ)    სსმ მოსწავლე (ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;)
    ე)  ანგარიშის ფორმა
    ვ)    პორტფოლიო.
         ტრენინგზე გამოიკვეთა , რომ სახელმწიფო ხელს უწყობს მასწავლებელს პროფესიული კომპეტენციის ზრდაში. ამის ნათელი დასტურია დამხმარე სახელმძღვანელო,, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი“. ტრენერებმა გარკვევით და შინაარსობრივად გამოკვეთეს სქემაში ჩართული მასწავლებლების პირობები, კერძოდ , რა მოტივი უნდა ამოძრავებდეს მასწავლებელს, რომ ჩაებას ამ სქემაში.  ეს არის პროფესიონალიზმის ზრდის გარანტი, ასეთ მასწავლებლებზე ყოველთცვის იქნება მოთხოვნა და მათ ექნებათ შესაძლებლობა, ითანამშრომლონ განათლების სამინისტროსთან.
        ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა იმაზეც , რომ მასწავლებლის მიერ შეჩეული აქტივობები ჩატარებულ მუშაობას დოკუმენტურად უნდა აღწერდეს და პორტფოლიოს სახით უნდა იყოს წარმოდგენილი. ტრენერებმა გარკვევით განმარტეს, როგორ შეიძლება სქემით გათვალისწინებული ქულების დაგროვება. ამისთვის უნდა იქნეს შემუშავებული აქტივობის გეგმა, რომელიც უნდა გადანაწილდეს 7 წელზე.
       პედაგოგიური პრაქტიკის კვლევამ ინტერესი გამოიწვია იმ მხრივ,რომ დეტალურად იქნა განხილული კვლევის მიზნები და მეთოდები. ამასთანავე, როგორ უნდა შეგროვდეს მონაცემები, როგორ ვაწარმოოთ დაკვირვება. სხვადასხვა აქტივობები, კერძოდ, ფოკუს ჯგუფები, ინტერვიუ, ანკეტირება და სხვა.ყურადღება გამახვილდა კვლევის ანგარიშზე.
           ტრენერებმა პედაგოგებს დაწვრილებით აუხსნეს, რა როლი ენიჭება მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას სასწავლო– ოლიმპიადებში.
            პედაგოგთა ინტერესი გამოიწვია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობას. განხილული იქნა ის სტრატეგიები, რაც ხელს იწყობს ასეთ მოსწავლეებთან  ინდივიდუალური პროგრამის შედგენასა და მის დაძლევას.
         მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას ხელს უწყობს პედაგოგიური გამოცდილების გაზიარებაც. საუბარი შეეხო პედაგოგიური გამოცდილების გაზიარების სახეებსა და შესაძლებლობებს, კერძოდ:   როგორ უნდა შევიძინოთ ახალი გამოცდილება;  როგორ უნდა ხდებოდეს სკოლაში გამოცდილების გაცვლით ახალი ერთობლივი გამოცდილების შექმნა. რა საშუალებებით შეიძლება საკუთარი გამოცდილების გაზიარება სხვა კოლეგებისთვის.   აქედან გამომდინარე სქემაში აღნიშნული აქტივობები ძირითადად დაიყო სამ ჯგუფად:
ა)  ახალი გამოცდილების მიღება;
ბ)  ერთობლივი გამოცდილების შექმნა;
 გ)  საკუთარი გამოცდილების გაზიარება.
     ტერნინგის დასკვნითი ნაწილი დაეთმო მასწავლებლის პორტფოლიოს განხილვას. კერძოდ,  რა არის მასწავლებლის პორტფოლიო; რისთვის გვჭირდება პორტფელიო;
იგი წარმოადგენს საკუთარი მიღწევების წარმოჩენის საუკეთესო საშუალებას, რომელიც არის მასწავლებლის შეფასებისა და თვითშეფასების საშუალება და მისი პროფესიული განვითარების მაჩვენებელი.მისი საშუალებით მასწავლებელი აანალიზებს საკუთარ მიღწევებს პროფესიული ზრდის გზაზე.
     განხილული იქნა რამდენიმე პროფესიული რეკომენდაცია, როგორ უნდა აწარმოოს მასწავლებელმა პორტფოლიო.
    და  ბოლოს, აღნიშნული ტრენინგი იყო საკმაოდ დატვირთული , საინტერესო, ორგანიზებული. ყურადღება გამახვილდა იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სქემაში ჩართული მასწავლებლისთვის. ტრენინგმა შემმატა თავდაჯერებულობა  და ამიმაღლა მოტივაცია. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში. გავუზიარებ ჩემს კოლეგებს და მათთან ერთდ წარვმართავ მუშაობას.      
   გ)    პროექტი– პროექტი გაკვეთილი;
   დ)    სსსმ მოსწავლე (ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;)
    ე)  ანგარიშის ფორმის განხილვა,
    ვ)    პორტფოლიო.
         ტრენინგზე გამოიკვეთა , რომ სახელმწიფო ხელს უწყობს მასწავლებელს პროფესიული კომპეტენციის ზრდაში. ამის ნათელი დასტურია დამხმარე სახელმძღვანელო  „ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი“.  ტრენერებმა გარკვევით და შინაარსობრივად გამოკვეთეს სქემაში ჩართული მასწავლებლების პირობები, კერძოდ , რა მოტივი უნდა ამოძრავებდეს მასწავლებელს, რომ ჩაერთოს ამ სქემაში.  ეს არის პროფესიონალიზმის ზრდის გარანტი, ასეთ მასწავლევლებზე ყოველთცვის იქნება მოთხოვნა და მათ ექნებათ შესაძლებლობა, ითანამშრომლონ განათლების სამინისტროსთან.
        ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა , რომ მასწავლებლის მიერ შეჩეული აქტივობები ჩატარებულ მუშაობას დოკუმენტურად უნდა აღწერდეს და პორტფოლიოს სახით უნდა იყოს წარმოდგენილი. ტრენერებმა გარკვევით განმარტეს, როგორ შეიძლება სქემით გათვალისწინებული ქულების დაგროვება. ამისთვის უნდა იქნეს შემუშავებული აქტივობის გეგმა, რომელიც უნდა გადანაწილდეს 7 წელზე.
       პედაგოდიური პრაქტიკის კვლევამ ინტერესი გამოიწვია იმ მხრივ,რომ დეტალურად იქნა განხილული,კვლევის მიზნები და მეთოდები. ამასთანავე, როგორ უნდა შეგროვდეს მონაცემები, როგორ ვაწარმოოთ დაკვირვება. სხვადასხვა აქტივობები, კერძოდ, ფოკუს ჯგუფები, ინტერვიუ, ანკეტირება და სხვა.ყურადღება გამახვილდა კვლევის ანგარიშზე.
           ტრენერებმა პედაგოგებს დაწვრილებით აუხსნეს, რა როლი ენიჭება მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას სასწავლო– ოლიმპიადებში.
            პედაგოგთა ინტერესი გამოიწვია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობას .განხილული იქნა ის სტრატეგიები, რაც ხელს უწყობს ასეთ მოსწავლეებთან  ინდივიდუალური პროგრამის შედგენასა და მის დაძლევას.
         მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას ხელს უწყობს პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება. საუბარი შეეხო პედაგოგიური გამოცდილების გაზიარების სახეებსა და შესაძლებლობებს, კერძოდ:   როგორ უნდა შევიძინოთ ახალი გამოცდილება;  როგორ უნდა ხდებოდეს სკოლაში გამოცდილების გაცვლით ახალი ერთობლივი გამოცდილების შექმნა. რა საშუალებებით შეიძლება საკუთარი გამოცდილების გაზიარება სხვა კოლეგებისთვის.   აქედან გამომდინარე სქემაში აღნიშნული აქტივობები ძირითადად დაიყო სამ ჯგუფად:
ა)  ახალი გამოცდილების მიღება;
ბ)  ერთობლივი გამოცდილების შექმნა;
 გ)  საკუთარი გამოცდილების გაზიარება.
     ტერნინგის დასკვნითი ნაწილი დაეთმო მასწავლებლის პორტფოლიოს განხილვას. კერძოდ,  რა არის მასწავლების პორტფოლიო; რისთვის გვჭირდებაპორტფოლიო;
იგი  საკუთარი მიღწევების წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა,რომელიც არის მასწავლებლის შეფასებისა და თვითშეფასების საშუალება და მისი პროფესიული განვითარების მაჩვენებელი.მისი საშუალებით მასწავლებელი აანალიზებს საკუთარ მიღწევებს პროფესიული ზრდის გზაზე.
     განხილული იქნა რამდენიმე პროფესიული რეკომენდაცია, როგორ უნდა აწარმოოს მასწავლებელმა პორტფოლიო.
    და  ბოლოს, აღნიშნული ტრენინგი იყო საკმაოდ დატვირთული , საინტერესო, ორგანიზებული. ყურადღება გამახვილდა იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სქემაში ჩართული მასწავლებლისთვის.ტრენინგმა შემმატა თავდაჯერებულობა და ამიმაღლა მოტივაცია. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში. გავუზიარებ ჩემს კოლეგებს და მათთან ერთდ წარვმართავ მუშაობას. 
                             ლია ალავიძე.   



                                       წერილობითი ანგარიში
მასწავლებელთა პროფგანვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგისა ,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე’’,რომელიც ჩატარდა ქ.ბათუმში 2012 წლის 25–28 ნოემბერს.                            
ტრენინგის მიზანი: სქემაში ჩართული მასწავლებლებისათვის
დახმარების გაწევა იმ კუთხით,თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე.
ტრენინგი მიმდინარეობდა 4 დღის განმავლობაში.
1 დღეს განხილულ იქნ პედაგოგიური კვლევის თავისებურებანი და მისი ეტაპები.დეტალურად განვიხილეთ თითოეული ფაზა:საკუთარი დაკვირვება,ცნობისმოყვარეობა,ცალკეული ამოსავალი პუნქტები.
კვლევის პროცესში მთავარია კვლევის მეთოდების შერჩევა და მონაცემთა შეგროვება.მეთოდები 2 ჯგუფად იყოფა:თვისობრივი და რაოდენობრივი.განსაკუთრებული ყურადღება მიექცა დაკვირვებას,როგორც ყველაზე ხელმისაწვდომ და გავრცელებულ მეთოდს.აქვე განხილულ იქნა ჩართული დაკვირვების 3 ეტაპი:აღწერითი,ფოკუსირებული და შერჩევითი.იმისთვის,რომ კვლევის ხანგრძლივობა ეფექტური და ორგანიზებული იყოს,საჭიროა ობიექტური და სისტემური დაკვირვება.გათვალისწინებულ იქნა ის რჩევები,რომლებიც მკვლევარ–მასწავლებლისთვის იყო განკუთვნილი.კერძოდ,რა უნდა გამოიყენონ მათ კვლევის პროცესში:ჩანაწერები,ინტერვიუები,დიალოგები.ამასთანავე კვლევის დროს მნიშვნელოვანია ფოკუს–ჯგუფების სწორად შერჩევა და შემთხვევის ანალიზის გამოყენება როგორც ერთი ადამიანის,ასევე ჯგუფების,ორგანიზაციების,გარკვეული თემის, მოვლენის ან ურთიერთობების შემთხვევაში.
სამუშაო დღის ბოლოს მსმენელები დავიყავით ჯგუფებად და წარმოვადგინეთ იმიტირებული კვლევის პრეზენტაცია.(კლასის მართვა და კონფლიქტები)სადაც გავითვალისწინეთ ყველა ის რჩევა,რაზეც გაამახვილა ყურადღება ტრენერმა.
II დღეს ყურადღება გამახვილდა კვლევის ანალიზსა და ანგარიშზე. განხილულ იქნა მონაცემთა ანალიზის  3 საფეხური,კოდირების 4 საფეხური,როგორ მოვახდინოთ კოდირება,როგორ შევადგინოთ კოდირების ცხრილი და ა. შ.განვიხილეთ ის ძირითადი პრინციპები,რაც კვლევის ანგარიშს უდევს საფუძვლად:მკითხველი,მიზანი,შესავალი,კვლევის სტრუქტურა,სტილი და ლოგიკური თანმიმდევრობა.კვლევის შედეგებში უნდა იყოს გათვალისწინებული მეთოდოლოგიის დასაბუთება,შედეგების ინტერპრეტაცია,არსებულ გამოკვლევებთან თანხმობის დადგენა,კომენტარები და ა.შ.სამუშაო დღის ბოლოს წარმოვადგინეთ პრეზენტაციები.ჩვენმა ჯგუფმა–რესპუბლიკურ ოლოიმპიადებში მოსწავლეთა წარმატებისა თუ წარუმატებლობის  მიზეზები.გამოითქვა აზრი,რომ წარმატების მისაღწევად საკმარისი არ არის საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნა და აუცილებელია დამატებითი მუშაობა,კერძოდ,საჭიროა  აღდგეს საგნობრივი წრეები,რასაც ხელი უნდა შეუწყოს სკოლის ადმინისტრაციამ.
III დღეს განვიხილეთ პროექტ–გაკვეთილისა და ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვის მეთოდები.ასეთ გაკვეთილებზე მოსწავლეებს უვითარდებათ თვითორგანისაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობა,აფასებენ საკუთარ თავსა და სხვა მონაწილეთა საქმიანობას.გრძნობენ მუშაობის პროცესში წამოჭრილ პრობლემებს,დაძაბულობასა და კონფლიქტებს და ცდილობენ მათ გადაჭრას. დეტალურად იქნა განხილული ინტეგრირებული პროექტ–გაკვეთილის შესაძლო თემა და ის უნარები,რომლებიც აუცილებელია პროექტზე მუშაობისას.დროის გარკვეული მონაკვეთი დაეთმო პროექტ–გაკვეთილის გეგმის გაფორმებაზე მსჯელობას.კერძოდ:პროექტის დასახელება,პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება,მიზანი და განხორციელების გზები. დღის ბოლოს ჯგუფებმა წარმოვადგინეთ ინტეგრირებული პროექტ გაკვეთილის გეგმა.
IV დღე დაეთმო კოლეგების გამოცდილების გაზიარებას,შესრულებული სამუშაოების შეფასებას,შეფასების ფორმების განხილვას და შეფასების პროცესის აღწერას.კერძოდ,შეფასების მიზნების ფორმულირებას,შეფასების კრიტერიუმების ფორმულირებას და ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტორებზე,რომლებიც დადებითად მოქმედებენ შეფასების ეფექტზე.კომუნიკაცია,თანამშრომლობა და შეფასების პრიორიტეტულობისადმი ერთგულება.შეფასების მეთოდების განხილვისას ყურადღება შევაჩერეთ რანგირებაზე,როგორც ყველაზე თვალსაჩინო მეთოდზე.ამასთანავე შეფასების რუბრიკებზე,მკითხვარებზე და დაკვირვებაზე,როგორც შეფასების მექანიზმზე.დღის ბოლოს ასევე განვიხილეთ სქემქში ჩართული მასწავლებლის პორტფოლიო,რომელიც წარმოადგენს მასწავლებლის საქმიანობისა და პროფესიული მომზადების ,,სავიზიტო ბარათს“.
და ბოლოს:აღნიშნული ტრენინგი იყო საკმაოდ დატვირთული,საინტერესო,ორგანიზებული.პირადად ჩემთვის ახალი იყო ის,რომ ყურადღება გამახვილდა იმ საკითხებზე,რომლებიც მნიშვნელოვანია სქემაში ჩართული მასწავლებლებისათვის.კერძოდ,პედაგოგიური კვლევის საკითხები და პროექტ–გაკვეთილები.
ტრენინგში მონაწილეობამ შემმატა თავდაჯერებულობა და ამიმაღლა მოტივაცია.შეძენილ ცოდნასა გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში,ამასთანავე გავუზიარებ ჩემს კოლეგებს და მათთან ერთად წარვმართავ შემდგომ მუშაობას,რამეთუ კოლეგებთან თანამშრომლობა პროფესიული ზრდის ერთ–ერთი აუცილებელი პირობაა.



წერილობითი ანგარიში

ტრენინგი ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში".

კურსის მნიშვნელობა:საქართველოს სკოლებში კომპიუტერისა და ინტერნეტის გაჩენამ სასწავლო პროცესში ისტ ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად გადააქცია. ფაქტია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ყველა ასაკის მოსწავლისთვის. ამიტომ სკოლების რეფორმის გზაზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს შეკითხვა, როგორ დავეხმაროთ პედაგოგებს სწავლება-სწავლის პროცესში ისტ-ის ეფექტურად გამოყენებაში. მით უმეტეს, რომ ისტ-ის ნაყოფიერად გამოყენება ნებისმიერ საგნობრივ ჯგუფსა და საფეხურზეა შესაძლებელი.
კურსის მიზანი:
ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტებუის შესაბამისად. 
მეთოდები:
კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, სიმულაცია, როლური თამაში, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ.
ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა. 
სამიზნე ჯგუფი:
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები. 
კურსის ხანგრძლივობა:კურსი მოიცავს 4 მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობაა 13 სამსაათიანი ტრენინგი.-სულ 39 საათი 
წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები: · ტექსტურ რედაქტორში მუშაობა; · ინტერნეტში ძიება; · ელ-ფოსტის მოხმარება. 
კურსის შედეგები:
კურსის წარმატებით გავლის შედეგად, მონაწილე:
1)
გააცნობიერებს ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ-პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
2)
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
-
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
-
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
-
სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდირებულ სასწავლო გარემოში;
-
მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;
-
მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;
3)
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის
5)შეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი: 
1)
ქმნის პერსონალურ ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: · გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ.);
2)
სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვა). 
სერთიფიცირების პირობები: 
მინიმუმ 30 საათზე დასწრება; მოდულის დასრულების შემდეგ შესაბამისი დავალების წარდგენა ელექტრონულ ფორმატში; კურსის ბოლოს გამოქვეყვნებული ელ. პორტფოლიო. 



               

Комментариев нет:

Отправить комментарий