ინტეგრირებული და სამოდელო გაკვეთილები

სამოდელო გაკვეთილი მეცხრე კლასი



სამოდელო გაკვეთილი  X კლასში.



1.გაკვეთილის თემა
Людвиг ван Бетховен

2.სწავლების საფეხური და კლასი
საშუალო  საფეხური, X კლასი

3.მასწავლებლის გვარი, სახელი
ალავიძე ლიანა

4.მოსწავლეთა რაოდენობა
26

5 განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
ასეთი მოსწავლე არ არის
6.გაკვეთილის სასწავლო მიზნები
კითხვისა და ლაპარაკის უნარების განვითარება.მოსწავლეები შეძლებენ ბიოგრაფიის წაკითხვას, გაგებას, ინტერაქციაში მონაწილეობას,(კითხვების დასმას, პასუხების გაცემას) ჯგუფურად მუშაობას,აბზაცების დასათაურებას,ახალი სიტყვებით წინადადებების შედგენას,გაეცნობიან კლასიკური მუსიკის შედევრებს(მოიმენენ ბეთჰოვენის,,ელიზეს”და მე-9 სიმფონიას-ევროპის ჰიმნს)
7.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი
კითხვა-უცხ.ს.IV.6. მოსწავლეს შეუძლია გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი.იყენებს კითხვის სხვადასხვასახეობას.
უცხ.IV.X  მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ნაწყვეტის ხმამაღლა წაკითხვა.
ლაპარაკი-უცხ.ს.IV.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა
უცხ.ს.IV.19-ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
უცხ.ს.IV.20-შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
სწავლის სწავლა-უცხ.ს.IV.25 მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
უცხ.ს.IV.29 შეუძლია თანამშრომლობა მეწყვილესთან,გუნდის წევრებთან.
8.თანმიმდევრობა/აქტივობები და დრო
მისალმება.ჟურნალში მოსწავლეთა აღრიცხვა.(2წთ)
მოტივაციის შექმნა.გაკვეთილის მიზნის გაცნობა.შეფასების სქემის გაცნობა.
,,გონებრივი იერიში’’-მუსიკის ჟანრები; ცნობილი მუსიკოსები,შემსრულებლები,კომპოზიტორები.(6წთ)
ვასმენინებ კარგად ნაცნობ მელოდიას-ბეთჰოვენის ,,ელიზეს”და ვთხოვ ამიოცნონ კომპოზიტორი და ნაწარმოების დასახელება.(2 წთ)
დაფაზე ვაკრავ ცხრილს,,ვიცი,მინდა ვიცოდე,გავიგე’’.ვავსებ 1 გრაფას(რა იციან ბეთჰოვენის შესახებ)შემდეგ მეორე გრაფას.(3 წთ)
ვურიგებ ტექსტს და კლასს ვყოფ ჯგუფებად(2 წთ)
მოსწავლეები ასრულებენ 1 აქტივობას(2წთ)
მეორე აქტივობა-სინონიმების პოვნა (2წთ)
მესამე აქტივობა-თარგმნეთ ქართულად (2წთ)
მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს(გაცნობითი კითხვა)5წთ.
ასრულებენ შემდეგ აქტივობას(2წთ)
 შესწავლითი კითხვის შემდეგ მოსწავლეები ასათაურებენ აბზაცებს(4წთ)
ამის შემდეგ ადგენენ 2-2 კითხვას თითოეულ აბზაცზე.(5წთ)
ვასრულებ ფორტეპიანოზე ბეთჰოვენის ,,მთვარის სონატას”.(2წთ)
ვასმენინებ ევროპის ჰიმნს.(2 წთ)
რეფლექსია-შეფასება-თვითშეფასება.(2წთ)
საშინაო დავალება: მისწერონ მეგობარს დღევანდელი გაკვეთილის შესახებ.(1 წთ)

9.შეფასება
მიმდინარე განმსაზღვრელი.(შეფასების სქემა იხ.დანართი)

10.საკლასო მენეჯმენტი;საგანმანათლებლო რესურსები
ტექსტი ჩემს მიერ შედგენილი, დაფა,ცარცი,CD დისკი,ნოუთბუქი,პროექტორი,PowerPoint-ში,ფორტეპიანო.







Биография Бетховена.


















X კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი

1.გაკვეთილის თემა
ძლიერი და ერთიანი საქართველო

2.სწავლების საფეხური და კლასი
საშუალო  საფეხური, X კლასი
3.ინტეგრირებული საგნები,მასწავლებლების გვარი,სახელი
რუსული ენა, ხელოვნება
ლია ალავიძე, თამარ  წულაძე
4.მოსწავლეთა რაოდენობა
28
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
ასეთი მოსწავლე არ არის
6.გაკვეთილის სასწავლო მიზნები
ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების თავისებურებების განხილვა,კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის,ჯგუფური მუშაობის,საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარება.
მოსწავლეები  შეძლებენრუსულ ენაზე განხორციელებული პროექტის პრეზენტაციას  ,,Храмы  и монастыри Грузии-Византийская эпоха”(Power Point-ში) ასევე გაზეთის ,,Тао- Кларджети” -პრეზენტაციას.
7.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი

ს.გ.IX მოსწავლე იკვლევს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს და შეუძლია იმსჯელოს მათ შესახებ.
ს.გ.IX.4მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს. 
ს.გ.IX .5 მოსწავლე ამოიცნობს ქართული ხუროთმოძღვრების ცნობილ ნიმუშებს და ადარებს მათ იმავე პერიოდის სხვა ქვეყნის არქიტექტურულ ძეგლებს.
უცხ.ს.IV.19. მოსწავლე ფლობსდა იყენებს საბაზისო ენობრივუნარ­ჩვევებს.
უცხ.ს.IV.20. მოსწავლესშეუძლია მიმართოსსხვადასხვა სტრატეგიასსამეტყველო ამოცანების
ეფექტურად გადაჭრისხელშესაწყობად და ზეპირი
მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად
უცხ.ს.IV.24. მოსწავლესშეუძლია უცხოურენაზე განახორციელოსსხვადასხვა ტიპის პროექტი.
უცხ.ს.IV.27. მოსწავლეს შუძლიარესურსების გამოყენება სასწავლოსაქმიანობის ხელშესაწყობად.
უცხ.ს.IV.28. მოსწავლეს შეუძლიაინფორმაციის დამუშავება მისიდამახსოვრებისა და ეფექტურად
გამოყენების მიზნით.
უცხ.ს.IV.29. მოსწავლესშეუძლია თანამშრომლობა
თანაკლასელებთან, მასწავლებელთან,მეწყვილესთან
შედეგების გაუმჯობესებისხელშეწყობის მიზნით.
8.თანმიმდევრობა/აქტივობები და დრო
მისალმება.მოტივაციის შექმნა.2 წთ
აქტ.1.საილუსტრაციო მასალის ჩვენება:მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ და დაასახელონ თითოეული ნაგებობა,აღნიშნონ მისი ადგილმდებარეობა,ერთმანეთს გაუზიარონ  მოსაზრებები ძეგლის არქიტექტურულ იერსახეზე,ფასადებსა და ინტერიერზე.(8-9წთ)
აქტ.2.მოსწავლეები განიხილავენ და ისაუბრებენ
ატენის,ანანურის,მანგლისის,სამწვერისის წმინდა გიორგის ტაძრებზე,მათ დამახასიათებელ ნიშან-თვისებებზე,მოხატულობებზე.(6წთ)
აქტ.3.კითხვა-პასუხი(5წთ)
ა)რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის ნაწილებს?
ბ)ეკლესიის რა ძირითადი არქიტექტურული ტიპებია თქვენთვის ცნობილი?
გ)როგორი იყო ბაზილიკური ტაძრები?
დ)მონუმენტური მხატვრობის რა სახეობები არსებობდა შუა საუკუნეებში?
ე)რაზე მოგვითხრობს შუა საუკუნეების ტაძრის მხატვრობა?
აქტ.4.მოსწავლეები ადარებენ ერთმანეთს ტაძრებს და საუბრობენ მათ მახასიათებელ თვისებებზე.
აქტ.5.რუსულ ენაზე წარმოადგენენ პრეზენტაციას Power-Point-ში.(11-12 წთ)
აქტ.6.წარმოადგენენ გაზეთის პრეზენტაციას.(6წთ)
აქტ.7.კროსვორდების შევსება.(4წთ)
აქტ.8. შეფასება-2წთ.



9.შეფასება
მიმდინარე განმსაზღვრელი –2 წთ. (შეფასების ფურცელი გეგმას დაერთვის ცალკე დოკუმენტის სახით)


10.საკლასო მენეჯმენტი–საგანმანათლებლო რესურსები.
პროექტორი,ნოუთბუქი,გაზეთები,პრეზენტაცია-Power-Point-ში,სლაიდშოუ,დაფა,ცარცი,ბარათები.






საპრეზენტაციო  უნარების  შეფასების რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
უმაღლესი
კარგი
საშუალო
დაბალი
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს.
გამართულად მეტყველებს; იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; მეტ-ნაკლებად გამართულად საუბრობს.
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; უჭირს გამართულად საუბარი.
სათქმელილ ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად.
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად.
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად.
უჭირს სათქმელის ნათლად და გსაგებად გადმოცემა.
კონტაქტი აუდიტორიასთან; თვალსაჩინოების გამოყენება.
წარმატებით იყენებს არავერბალურ(ხმის აწევ-დაწევა, მიმიკა, ჟესტიკულაცია) საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად; იყენებს თვალსაჩინოებებს.
ადეკვატურად იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად.
მეტ-ნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.
ვერ ახერხებეს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა.
ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს.
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.
პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს.
ვერ პასუხობს კითხვების ნახევარს.

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
საშუალო
კარგი
საუკეთესო
ჯგუფის მიერ სამუშაოს გაგება
სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
სამუშაოს მიზანი გააცნობიერა
სამუშაოს მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს დაგეგმვა
სამუშაო ვერ დაგეგმა და მისი საქმიანობა სტიქიური იყო
ჯგუფმა სამუშაო დაგეგმა, მაგრამ დროდადრო უხდებოდა გეგმიდან გადახვევა
ჯგუფმა სამუშაო კარგად დაგეგმა და შეასრულა გეგმით გათვალისწინებული ყველა პუნქტი
სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო არ იყო ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ გადანაწილდა
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრადაა გადანაწილებული
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო . ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა.
ჩართულობა
ერთი(ორი) მოსწავლე აქტიურობდა
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი აქტიურობდა
ჯგუფის ყველა წევრი აქტიური იყო









ინტეგრირებული გაკვეთილი მე-7 კლასში

1.გაკვეთილის თემა
Мой распорядок дня.

2.სწავლების საფეხური და კლასი
საბაზო საფეხური,VII კლასი
3.ინტეგრირებული საგნები,მასწავლებლების გვარი,სახელი
რუსული ენა,ინგლისური ენა
ლია ალავიძე, ქრისტინა წულუკიძე
4.მოსწავლეთა რაოდენობა
16
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
ასეთი მოსწავლე არ არის
6.გაკვეთილის სასწავლო მიზნები
 მოსწავლეები  შეძლებენ 2 ენაზე სავარჯიშოს პირობის წაკითხვას და გაგებას,ინტერაქციაში მონაწილეობას, (კითხვების დასმას და პასუხების გაცემას),ჯგუფურად მუშაობას,პროექტის განხორციელებას,ასევე ზმნების წარმოების,გამოყენებისა და მართლწერის სრულყოფას
7.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი
კითხვა –უცხ.სI.8,9–მოსწავლე შეძლებს სავარჯიშოს პირობის წაკითხვას და გაგებას.
წერა –უცხ.სI.19,21მოსწავლეები  აღწერენ ყოველდღიურ საქმიანობას; შეუძლიათ გამოიყენონ წერის სტრატეგიები ნაწერის დახვეწა–გაუმჯობესების მიზნით.
ლაპარაკი –უცხ.ს.I.23,24 მოსწავლეები შეძლებენ ინტერაქციაში მონაწილეობას: დასვამენ და უპასუხებენ  კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე; ისაუბრებენ საკუთარ თავზე.
უცხო ენის პრაქტიკული გამოყენება –უცხ.ს.I.29 მოსწავლეები შეძლებენ  2 უცხო ენაზე განახორციელონ პროექტი.
სწავლის სწავლა –უცხ.ს.I.34,35 მოსწავლეები  შეძლებენ  მიმართონ  სტრატეგიებს გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად:იყენებენ  წესებს განსხვავებულ კონტექსტებში,ადარებენ ერთმანეთს 2 ენის გრამატიკულ სტრუქტურებს.
8.თანმიმდევრობა/აქტივობები და დრო
მისალმება.მოტივაციის შექმნა. 2 წთ.
I აქტივობა:დაფაზე 3 გრაფაში ვწერ მოსწავლეთა კარნახით,რას აკეთებენ დილით,შუადღეზე,საღამოს. იგივე აქტივობას ინგლისურ ენაზეც ასრულებენ.– 4წთ. ამის შემდეგ I პირის ზმნები გადაყავთ III პირში.ამასვე ასრულებენ ინგლისურად.აქვე ვახსენებ მოსწავლეებს ზმნების მართლწერას.(მთელი კლასი) 5წთ.
შემდეგი აქტივობა წყვილებში:ერთმანეთს უყვებიან თავიანთი დღის განრიგის შესახებ,შემდეგ კი ერთერთი მათგანი გვიყვება მისი მეწყვილის მონაყოლს.(იგივე აქტივობა ინგლისურ ენაზე) –8 წთ. ამის შემდეგ რამდენიმე ზმნას ვაწერინებ მოსწავლეს კარნახით დაფაზე და ვთხოვ ახსნას მართლწერა.4წთ
შემდეგი აქტივობა :პროექტორის დახმარებით ვაჩვენებ სავარჯიშოს,(მოცემულია ზმნები,უნდა შეუთანხმონ ნაცვალსახელები) ანალოგიური სავარჯიშო ინგლისურ ენაზე.(მთელი კლასი)8წთ.
ჯგუფური სამუშაო–,,ჩემი დღის განრიგი“ პრეზენტაცია. კლასს ვყოფ 4 ჯგუფად.I წარმოადგენს ორივე ენაზეI პირში, II-ორივე ენაზე III პირში,III თავად ირჩევს ენას და პირს,IV ჯგუფი–სუსტი–
(განსხვავებული მარტივი დავალება)შეაერთებს ზმნებს ნახატებთან.რუსულ და ინგლისურ ენებზე.
ლიდერებს თვითონ ირჩევენ,ისინი წარმოადგენენ პრეზენტაციას. 12 წთ.                                     

9.შეფასება
მიმდინარე განმსაზღვრელი –2 წთ. (შეფასების ფურცელი გეგმას დაერთვის ცალკე დოკუმენტის სახით)

10.საკლასო მენეჯმენტი–საგანმანათლებლო რესურსები.
პროექტორი,
დაფა,ცარცი,ფურცლები,მარკერები,ბარათები,
სახელმძღვანელო.


  
შეფასების რუბრიკა( ლაპარაკი)
კომპონენტი/შეფასება
10–8
7–5
4–1
ლექსიკური მარაგი
გამართულად მეტყველებს. უშეცდომოდ იყენებს ახალ სიტყვებს.
უშვებს შეცდომებს ახალი სიტყვების  გამოყენებაში.
უჭირს ახალი სიტყვების გამოყენება.
წარმოთქმა
წარმოთქმა სწორია
წარმოთქმა ხშირ შემთხვევეში სწორია
უჭირს სწორი წარმოთქმა
გრამატიკა
უშეცდომოდ იყენებს გრამატიკულ კონსტრუქციებს
უშვებს მცირე შეცდომებს გრამატიკულ კონსტრუქციებში
არ იყენებს გრამატიკის ნასწავლ წესებს.
ჩართულობა
ჩართულობა მაღალია
ჩართულია გაკვეთილის პროცესში ხშირ შემთხვევაში
გაკვეთილზე ნაკლებად აქტიურობს

პრეზენტაციის შეფასების სქემა
პასუხობს თემას
2 ქულა
ფლობს აუდიტორიას
2 ქულა
საუბრობს გამართულად
2 ქულა
იცავს დროის ლიმიტს
1 ქულა
ვიზუალურად ეფექტურია
1 ქულა
იცავს წერის ნორმებს
1 ქულა
ორიგინალობა
1 ქულა

                      


                                 


                                                        წერილობითი ანგარიში
ქ.ბათუმის  მე-4 საჯარო სკოლის VII-ბ  კლასში  ჩატარებული  ინტეგრირებული   გაკვეთილისა თემაზე  ,,Мой распорядок  дня “(რუსული ენა და ინგლისური ენა)
         გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეები  შეძლებენ 2 ენაზე  სავარჯიშოს  პირობის  წაკითხვას და გაგებას, ინტერაქციაში  მონაწილეობას,( კითხვების დასმას და პასუხების გაცემას), ჯგუფურად  მუშაობას,ასევე  ზმნების გამოყენებისა და მართლწერის სრულყოფას.
       მისაღწევი შედეგები:  კითხვა-უცხ.სI 8,9
                                                წერა -უცხ.სI 19,20
                                                ლაპარაკი--უცხ.სI 23,24
                                                უცხო ენის პრაქტიკული გამოყენება--უცხ.სI 29
                                                სწავლის სწავლა-უცხ.სI 34,35
    კლასის  ორგანიზება : მთელი კლასი, ინდივიდუალური, ჯგუფური.
    სასწავლო რესურსები :კომპიუტერი, პროექტორი,სახელმძღვანელოები,დაფა,
                                               ცარცი,ფერადი ფურცლები.
      
        გაკვეთილი წარიმართა საინტერესოდ.კლასი სრულად იყო ჩართული  საგაკვეთილო პროცესში,მუშაობდნენ  ხალისიანად და ეფექტურად.
მოსწავლეებმა  შეძლეს 2 ენაზე ინტერაქციაში მონაწილეობა,ნაცვალსახელების შეთანხმება  ზმნებთან, ჯგუფური  სამუშაოს შესრულება-პრეზენტაცია,,ჩემი დღის
რეჟიმი“ ,მიმართეს სტრატეგიებს გრამატიკის წესების ათვისების გასაადვილებლად,
შეადარეს ერთმანეთს 2 ენის გრამატიკული სტრუქტურები.  მე ვთვლი,რომ შედეგებს მივაღწიეთ ორივე მასწავლებელმა.
                                                                                                                                   ლია  ალავიძე


სამოდელო გაკვეთილი მე-8 კლასში.
გაკვეთილის გეგმა.




წერილობითი ანგარიში
ქ.ბათუმის  მე-4 საჯარო სკოლის VIII-ა  კლასში  ჩატარებული  ინტეგრირებული   გაკვეთილისა თემაზე  ,,Визит к врачу“(რუსული ენა და ისტ-ი)
         გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეები  შეძლებენ სავარჯიშოს  პირობის  წაკითხვას და გაგებას, ინტერაქციაში  მონაწილეობას,( კითხვების დასმას და პასუხების გაცემას), ჯგუფურად  მუშაობას, წყვილებში მუშაობას, როლურ თამაშებში მონაწილეობას, ასევე  ზმნების ბრძანებითი კილოს გამოყენებისა და მართლწერის სრულყოფას.
       მისაღწევი შედეგები:  მოსმენა - უცხ.ს II 1,2
                                               კითხვა - უცხ.ს II 7,8
                                                ლაპარაკი - უცხ.ს II 22,23,26
                                                სწავლის სწავლა - უცხ. ს II 31,33,34,36
    კლასის  ორგანიზება : მთელი კლასი, ინდივიდუალური, ჯგუფური.
    სასწავლო რესურსები :კომპიუტერი, პროექტორი,სახელმძღვანელოები,დაფა,
                                               ცარცი,ფერადი ფურცლები.                                                                                       

        მე ვთვლი,რომ მიზანს მივაღწიე,რადგანაც მოსწავლეებმა  შეძლეს ინტერაქციაში მონაწილეობა,ჯგუფებში მუშაობა,ზმნის ბრძანებითი კილოს წარმოება ორივე რიცხვში,მიმართეს სტრატეგიებს   გრამატიკის წესების ათვისების გასაადვილებლად,მოისმინეს დიალოგი და ამოიცნეს,ვის შესახებ იყო საუბარი, გაითამაშეს როლური თამაშები, მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების ცხრილი.(იხ.დანართი)  გაკვეთილი წარიმართა საინტერესოდ.კლასი სრულად იყო ჩართული  საგაკვეთილო პროცესში,მოსწავლეები მუშაობდნენ  სიამოვნებით და ეფექტურად.

Комментариев нет:

Отправить комментарий