вторник, 25 июня 2019 г.

pirveli samodelo



მასწავლებელი
ლიანა ალავიძე
საგანი
რუსული ენა
კლასი
VII
თემა   ,,Похожа ли реклама на пословицу ?
დრო  45 წუთი
მოსწავლეთა პროფილი
24 მოსწავლე (სსსმ მოსწავლე არა არის)
გაკვეთილის მიზანი
საკომუნიკაციო  უნარების განვითარების ხელშეწყობა;  მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის  წაკითხვას,გაგებას,გაანალიზებას,ინტერაქციაში მონაწილეობის მიღებას  და  ზმნის ბრძანებითი კილოზე მიღებული ცოდნის გამოყენებას პრაქტიკაში.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
კითხვა–უცხ.ს.III 7–მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მცირე ზომის თხრობითი ტექსტი.
ამოიცნობს ზოგად შინაარსს;
სათაურს გააზრებულად აკავშირებს ტექსტთან;
ამოიცნობს მთხრობელს,პერსონჟებს ,ავტორს
.ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრობას;
ასახელებს კონკრეტულ ინფორმაციას(ვინ,სად,როგორი,რატომ და სხვ)
ამოიცნობს პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობებს;
ახასიათებს პერსონაჟებს ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობთ;
ამოიცნობს მთხრობელის,პერსონაჟის განწყობილეებს,ემოციებს,დამოკიდებულებას.
 უცხ.ს.III 8––მოსწავლეს შეუძლია  ამოიცნოს ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლები,ნასწავლი ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში;

უცხ.ს.III 10–მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხალშესაწყობად და კითხვის უნარების გასაუმჯობესებლად.
ლაპარაკი–უცხ.ს.III 16–მოსწავლეს  შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა;
უცხ.ს.III 18–მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით საუბარი;
უცხ.ს.III 19–მოსაწვლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ–ჩვევებს;
სწავლის სწავლა–უცხ.ს.III 24– მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები;
უცხ.ს.III 25-მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად;
უცხ.ს.III 29–მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან,მასწავლებლებთან,მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ–ჩვევები
მოსწავლეები ფლობენ საბაზისო ენობრივ უნარ–ჩვევებს, იციან რუსული ანდაზები და შეუძლიათ ზმნის ბრძანებითი კილოს წარმოება.

შეფასება და თვითშეფასება
მიმდინარე განმსაზღვრელი.
შეფასების სქემა ერთვის გაკვეთილის გეგმას.
სასწავლო მასალა და რესურსები
სახელმძღვანელო,დაფა,თვალსაჩინოება,ბარათები,პროექტორი,ნოუთბუქი.
აქტივობები
  1. საორგანიზაციო მომენტი, საშინაო დავალების შემოწმება, მასწავლებლის საუბარი (7–8 წუთი, მთელი კლასი).
მიზანი : წინარე ცოდნის შემოწმება, მოტივაციის შექმნა.
აქტივობის აღწერა : გაკვეთილის მიზნისა და შეფასების რუბრიკების გაცნობა, საშინაო დავალების შემოწმება, ადაზების გამეორება,სატელეფონო ზარი–ადამიანური რესურსი. გაკვეთილის თემის გაცნობა. მასწავლებლის თხრობა.შეკითხვა,,სარგებლობენ თუ არა თქვენი ბებიები,დიდი ბებიები მობილურით?
  1. გაცნობითი კითხვა. ( 4–5 წუთი, მთელი კლასი).
მიზანი : ტექსტის სტრუქტურაში სწრაფად ორიენტირების უნარის განვითარების ხელშეწყობა, ტექსტზე საერთო წარმოდგენის შექმნა.
აქტვობის აღწერა : ზოგადი შინაარსის გასაგებად ილუსტრაციის აღწერა. კითხვებზე პასუხის გაცემა.
„როგორ ფიქრობთ რაზე იქნება ეს მოთხრობა?“.ვარაუდების ჩამოწერა დაფაზე.
ტექსტის შესავსები  ფრაზების განმარტება.
  1. შესწავლითი კითხვა (12–15 წუთი, ჯგუფური მუშაობა).
მიზანი : ტექსტის დეტალური გაგება. შინაარსის სრულად და ზუსტად გაგების უნარების განვითარების ხელშეწყობა.
აქტივობის აღწერა : ტექსტის ნელა და ყურადღებით კითხვა. ლექსიკაზე მუშაობა, ახალი სიტყვების მნიშვნელობების განსაზღვრა და წინადადებების შედგენა. ტექსტის თხრობა ან კითხვებით ამოწურვა.,,გამართლდა თუ არა თქვენი ვარაუდები?
  1. ძიებითი კითხვა (5–7  წუთი, ინდივიდუალურად).
მიზანი : ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის სწრაფად მოძებნის უნარის განვითარების ხელშეწყობა.
აქტივობის აღწერა : კითხვებზე პასუხის გაცემა (სავ.14)
,,როგორ გააგრძელებდით ამ მოთხრობას? რა შეიძლება შემდეგ მოხდეს? ვთხოვოთ ბექას დაგვიხატოს ლიოლკას ბებია.
  1. ბეთჰოვენისა და მოცარტის ფოტოების ჩვენება.კომენტარი. ევროპის ჰიმნის მოსმენა. (2 წუთი )

  1. მოსწავლეთა თვითშეფასება. შეფასება (5 წუთი).


საშინაო დავალება (2–3წუთი).

ტექსტი კარგად კითხვით, ახალი სიტყვების შესწავლა. დასაწერად სავარჯიშო 15, გვ. 135

суббота, 23 июня 2018 г.

Задание 2.

https://soundcloud.com/liana-alavidze/zadanie-2

Задание 2.
Прослушайте тексты и впишите недостающие слова.
(Максимальный балл для каждого текста -5)

Текст 1.
Продавщица: Доброе утро! Чем могу быть Вам полезна?
Покупатель: Вы не могли бы мне показать то----------------? Я увидела его в витрине, мне очень нравится фасон и цвет.
Продавщица: Боюсь, это платье будет Вам великовато. Можно я покажу Вам другое зеленое платье? Думаю, что оно---------------.
Покупатель: Это другой стиль. Давайте я его померяю в Вашей примерочной кабине. Думаю, оно мне тоже нравится. Оно милое.
Продавщица: Я вижу, платье------------------. Оно очень хорошо на Вас смотрится.
Покупатель: Я куплю его.
Продавщица: Хотите что-нибудь еще?
Покупатель: Вы не могли бы показать мне ту легкую-------------? Я хотела бы приобрести ее для своего сына. Можно мне будет ее завтра вернуть, если рубашка ему не подойдет?
Продавщица: Конечно, можно. Если она ему не подойдет, Вы сможете -------------или же поменять ее.
Покупатель: Хорошо.



Текст 2.
Покупатель: Добрый день! Да, я консультант. Чем я могу Вам помочь?
Покупатель: Мне нужны красные -------------------- 36 размера.
Консультант: Постараюсь Вам помочь. У нас есть туфли на каблуке и без каблука. Каким Вы ---------- предпочтение?
Покупатель: Меня интересуют те, что на каблуке.
Консультант: Можете ---------------.
Покупатель: Отличные туфли! Они мне нравятся! Я их покупаю!
Консультант: Замечательно! Покупку можете оплатить -------------!
Покупатель: Спасибо за помощь. Всего доброго!
Консультант: До свидания, ---------------!


Текст 3.
В самом центре столицы, совсем рядом с Красной площадью, находится ----------------------Охотный ряд. Расположен он на трех подземных этажах под  Манежной  площадью.. История создания комплекса Охотный ряд началась в 1995 году. Строительство подземного комплекса завершилось в 1997 году. Здесь продают и очень дорогие вещи и те, что пользуются популярностью у народа. На высшем уровне расположились   популярные -----------------------и Планета Суши.
Спустившись на средний уровень, можно подыскать себе что-нибудь интересное из одежды.   Здесь много бутиков --------------, в том числе и спортивных.
Нижний уровень особенно привлекателен для любителей джинсовой одежды. За сравнительно небольшую цену здесь можно найти -------------------------Большая часть из 25-ти ресторанов, кафе и баров находится также на нижнем уровне. Здесь Вам предложат разнообразные блюда на любой вкус различных кухонь. Кроме них, здесь расположен -----------------------Седьмой Континент и банк  «Финсервис».

Текст 4.
Покупатель: Добрый день! Скажите, ---------------- «Молочная» свежая?
 Продавец: Здравствуйте, Вы знаете, нет, не очень. Ее привезли ------------------. Возьмите лучше «Праздничную».
Покупатель: Хорошо. А она вкусная?
 Продавец: -----------------------!
Покупатель: Тогда отрежьте мне кусочек «Праздничной», пожалуйста.
Продавец: ---------------?
Покупатель: Граммов 400, пожалуйста.
Продавец: Вот возьмите. Оплата на кассе.
Покупатель:-----------------.
Продавец: Не за что. Приходите к нам еще!
Текст 5.

Покупатель: Здравствуйте!
Продавец: Добрый день! Чем я могу Вам помочь?
Покупатель: Я хотел бы купить себе -----------------------.
Продавец: Давайте я покажу, где Вы можете посмотреть ассортимент.
Покупатель: Спасибо, я был бы Вам очень признателен!
Продавец: Может, -------------- Вам подобрать джинсы, подходящие по размеру?
Покупатель: Да, наверное. Мой размер М или 44-46.
Продавец: Понятно. А -------------Вы хотите джинсы.
Покупатель: Я хотел бы синие, классической модели.
Продавец: Вот, примерьте эти. Примерочные находятся слева от кассы.
Покупатель: Спасибо я знаю. Ах да! Совсем забыл! Вчера я купил в вашем магазине рубашку, а она оказалась на размер меньше, чем мне нужно. Могу --------------- ее на другую?
Продавец: Конечно. Какого размера рубашка Вам нужна?
Покупатель: Мой размер М или 44-46. Только можно рубашка будет точно такой же модели и цвета, как и та, что не --------------------?
Продавец: Конечно! Пока Вы меряете джинсы, я принесу Вам в примерочную и рубашку.
Покупатель: Спасибо Вам огромное.
Продавец: Не за что.

Ответы:
 Текст 1.
1)      зеленое платье
2)      Вам подойдёт
3)      Вам  понравилось
4)      белую рубашку
5)      вернуть деньги

Текст 2.
1)      женские туфли
2)      отдаёте
3)      примерять
4)      в кассе
5)      приходите ещё

Текст 3.
1)      Торговый центр
2)      Макдональдс
3)      для молодёжи
4)      оригинальную вещь
5)      супермаркет
Текст 4.
1)      колбаса
2)      на прошлой неделе
3)      очень вкусная
4)      сколько граммов
5)      спасибо большое
Текст 5.
1)      новые джинсы
2)      я смогу помочь
3)      какого цвета
4)      я поменять
5)      подходит по размеру


Р.S. ეს ტექსტები შეიძლება გამოვიყენოთ სხვა ტიპის დავალებებისთვისაც. მაგ; ავრიოთ რეპლიკების  თანმიმდევრობა და პირობა იქნება ,,აღადგინეთ რეპლიკების თანმიმდევრობა დიალოგში. ან; ,,აღმოაჩინეთ შეცდომა.შეიძლება გრამატიკული დავალებებიც.

სასწავლო რესურსი 2018/მოსმენის დავალება



Задание 1.
Прослушайте текст и выберите правильный вариант ответа.  
(Максимальный балл – 10)
Текст 1.
1. Какое платье понравилось покупателю?
а) белое
б) голубое
в) зелёное
2. Для кого купила она белую рубашку?
а) для мужа
б) для сына
в) для дочери
Текст 2.
1 В каком   отделе торгового центра происходит диалог?
а) в  отделе  ,,Парфюмерия”
б) в отделе ,,Обувь”
в) в отделе ,,Одежда”
2.Какие туфли купил покупатель?
а) белые женские
б) чёрные мужские
в) красные женские
Текст 3.
1. Торговый центр Охотный ряд находится…..
а) в самом центре столицы
б) недалеко от Третьяковской галереи
в) около станции метро ,,Маяковская
 2. . На каком  уровне расположились  популярные Макдональдс и Планета Суши?
а) на высшем
б) на среднем
в) на нижнем

Текст 4.
1.Какую колбасу хотел купить покупатель?
а)  ,,Охотничью
б)  ,,Докторскую
в)   ,, Молочную
2. Сколько граммов ,,Праздничной  колбасы купил покупатель?
а) 200
б) 300
в) 400
Текст 5.
1. Примерочные находятся…..
а) в центре зала
б) справа от кассы
в) слева от кассы
2. Какого размера рубашка нужна покупателю?
а) М
б) S
в) L

 Ответы:   
                Текст 1
               1)в      2)б
                 Текст 2
               1)б      2)в
                 Текст 3
               1)а       2)а
                Текст 4
                1)в       2) в
                 Текст 5   
               1)в      2) а           

пятница, 25 октября 2013 г.

მოდული 2: სასწავლო პროექტის დაგეგმვა.
გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს(ეს არის პროექტის პორტფოლიოს ორგანიზების ინსტრუმენტი); დავიწყეთ გეგმაზე მუშაობა; იდეაზე დაყრდნობით გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები,რომელთა მიღწევაც გვსურს; დავსახეთ სასწავლო მიზნები და ამოცანები;ტრენერმა აგვიხსნა,როგორ უნდა გამოვიყენოთ ისტ-ი სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით.კერძოდ,გვასწავლა იდეაზე დაყრდნობით როგორ გავაკეთოთ ბროშურა,გაზეთი,ბუკლეტი ან ახალი ამბების კოლაჟი,როგორ ავტვირთოთ დრაივში.
ეს მოდული დამეხმარება ორგანიზებული სასწავლო პროექტის დაგეგმვაში, რომელშიც ჩაერთვებიან ჩემი მოსწავლეები და რომელიც  ხელს შეუწყობს აუცილებელი სტანდარტების მიღწევას.

вторник, 10 июля 2012 г.

ვერდიქტი


პროექტის სახელწოდება „ლიტერატურული ვერდიქტი“


პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები


          ადამიანის ცხოვრებას აქვს ორი მხარე: შინაგანი და გარეგანი. პირველი მოიცავს

სულიერ თვისებებს: ფიქრს, სურვილს, განზრახვას, მეორე - მოძრაობას, საუბარს, ქცევას.

          პიროვნების საქციელი დამოკიდებულია შინაგან თვისებებზე. რა განაპირობებს

ხევისბერისა და მატეო ფალკონეს ქცევის მოტივაციას? რა უდევს საფუძვლად მათ

მრისხანებას და შეუბრალობას? რატომ არ ცდილობენ შვილებში კეთილი საწყისი

მოძიებას და მთელი სისასტიკით უსწორდებიან მოღალატეებს? ორივე პირად იმიჯზე

ზრუნავს, მათ სახელს ჩირქი მოეცხო და ვინ არის მთავარი დამანაშავე? - შვილები.

აი ეს ქმნის ტრაგედიას. ვაჟკაცებს, რომელთაც მთელი საზოგადოება პატივს მიაგებს,

ვერ აღუზრდიათ ყრმები და სწორედ ამით ილახება მათი რეპუტაცია, მხოლოდ

სამსხვერპლოზე დაღვრილი სისხლი თუ აღადგენს მათ პირვანდელ სახელს.

          ამ პროექტით გვსურს დავანახოთ მომავალ მშობლებს, რომ შვილები

ჩვეულებრივი ადამიანები არიან, თავიანთი ნაკლოვანებებითა და ღირსებით. არ

შეიძლება რაღაც არარეალური იდეალის შექმნა. რა თქმა უნდა, ყველას სურს თავისი

შვილი მისაბაძი, ანაგარიშგასაწევი, შეუმცდარი იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებაა.

ალბათ, ძალზე ძნელია იპოვნო ასეთი სრულყოფილი ხატება ადამიანისა. რატომღაც,

ჩვენ მხოლოდ კარგი და მშვენიერი მოგვწონს, თუნდაც ეს ეხებოდეს საკუთარ შვილს.

ამიტომაც, მუდმივი ბრალდებებითა და უსარგებლო გაკიცხვით მოზარდს ვუყალიბებთ

არასრულფასოვნების კომპლექსს. რატომ რისხვა და არა სხვა მიდგომა შვილისადმი?

უფრო საყურადღებო და ანგარიშგასაწევი? თუკი მომავალი მშობლები, ან თუნდაც

ისინი ვინც უკვე ატარებს მშობლის უღელს, გაითვალისწინებენ წარსულის შეცდომებს,

მიხვდებიან, როგორ ღუპავს ზედმეტი ამბიციურობა და მრისხანება ადამიანებს.

           ეს პროექტი მოზარდებისათვის იქნება შეგონება და გაფრთხილება

წინდაუხედავად გადადგმული ნაბიჯის თავიდან ასაცილებდლად(აქ საუბარია დედის

მიერ მუცელში მყოფი შვილის მოკვდინებაზე) მშობლებისათვის - მოვალეობის

შეხსენება, ყველასთვის კი უმთავრესი - თვითშეგნების გაზრდა.

         როცა მშობელი აჩენს შვილს, იგი პასუხიმგებლობას იღებს მის აღზრდაზე

და მისგან საზოგადოების სრულფასოვანი წევრის ჩამოყალიბებაზე. ვაჟა-ფშაველას

უთქვამს:

„ლამაზად შვილის გამზრდელი

დედამ იცვნია ღმერთადა“.

          რა სამართლიანად შეუნიშნავს მგოსანს. მართლაც რა არის შვილის აღზრდაზე

ძნელი? ეს არის წინააღმდეობებით აღსავსე პროცესი, როცა არფრით არ უნდა დაკარგო

წონასწორობა, არ ჩააბუდო შენს არსებაში ეჭვი და უნდობლობა. შეიმოსო ისეთი

თვისებებით, როგორიცაა მოთმინება, სულგრძელობა, პატიების უნარი, თავმდაბლობა

და რაც მთავარია სიყვარულის ნიჭი. ცხოვრება ისე როდია მოწყობილი, რომ არავისთან

შეგვექმნას სადაო და საკონფლიქტო ვითარება - არავის აწყენინო, არავინ გაწყენინოს,

მაგრამ უნდა შეძლო მოთმინებაც, გაგებაც, გატანაც, შენდობაც და რაც ყველაზე მეტად

საყურადღებოა ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ მას არ აქვს იმის უფლება, ვიღაცას

სიცოცხლე მოუსწრაფოს. ეს კანონზომიერების დარღვევა და ბუნების ანომალიაა.

პროექტის განხორციელება


          როგორი იქნება პროექტი? რა პრინციპით შევარჩიეთ აქ წარმოდგენილი

საკითხები? როგორ გადავანაწილეთ? ამ კითხვეზე პასუხის გასაცემად შევეცდებით

ვიყოთ თანმიმდევრულები, კორექტულები.

         რა არის არსებობა? ეს არის სიცოცხლის უფლება. ადამიანის უფლებათა

საყოველთაო დეკალარაციაში ვკითხულობთ: მუხლი 3: „ყოველ ადამიანს აქვს

სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება“. რატომ მიიღო

1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს დეკლარაცია? აი რას

ვკითხულობთ შესავალში: „ვინაიდან ადამიანის უფლებათა უგულებელყოფამ და

აბუჩად აგდებამ გამოიწვია ბარბაროსული აქტები, რაც აღაშფოთებს კაცობრიობის

სინდისს... გენერალური ასამბლეა აცხადებს: ადამიანის უფლებათა დეკლარაციის ისეთ

ამოცანად, რომლის შერულებას უნდა ესწრაფოდეს ყველა სახელწიფო...“ მაგრამ ეს

აქტი მიიღეს მხოლოდ 1948 წელს, მანამდე კი სამართლებრივი განაჩენის გამოტანა

შეეძლო მამას, თუკი იგი შვილს დამნაშავედ მიიჩნევდა. თუმცა გვაქვს გამონაკლისი

შემთხვევები, როცა შვილის მკვლელს საზოგადოება ზიზღით უცქერის. ამ უფლების

დარღვევამ ანუ კანონზომიერებიდან გადახვევამ მიგვაღებინა გადაწყვეტილება

გვემუშავა ამ პროექტზე.

         რა საკითხები გაშუქდება ამ თემაში? მატეო ფალკონეს სისხლიანი სამართალი

(პროსპერ მერიმე, „მატეო ფალკონე“).

მამა ჯალათის როლში, ანუ სისხლის აღების გოჩასეული ინტერპრეტაცია

(ალექსანდრე ყაზბეგი „ხევისბერის გოჩა“).

პასუხებისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, საფარ ბეგის პიროვნება (აკაკი

წერეთელი, „გამზრდელი“).

დამნაშავე შვილთან ანგარიშგება - ტარას ბულბა (ნ.გოგოლი „ტარას ბულბა“).

სამშობლოს კეთილდღეობა და შვილი - რთული არჩევანი გიორგი სააკაძის წინაშე.

          რატომ მოგვყავს ამდენი პარალელი? შედარების მეთოდის გამოყენებით უფრო

იოლია საკითხის არსში სიღრმისეული წვდომა: შეპირიპირების, სინთეზისა და ანალიზის

მეშვეობით გავერკვევით პერსონაში ქცევის მოტივებსა და რთულ, წინააღმდეგობებით

სავსე ხასიათში.

პროექტის მნიშვნელობა


         ყველაფერი რაც კი იქმნება, ვიღაცისთვის ან რაღაცისთვის არის განკუთვნილი.

ტყუილუბრალოდ მნიშვნელობის გარეშე არც არაფერი იწერება და არც არაფერი

კეთდება. ამ ქვეყანაზე ყველაფერს აქვს დანიშნულება, არსი. რითი უნდა იყოს ეს

პროექტი საყურადღებო? ვფიქრობთ, მან უნდა მიიპყროს თინეიჯერთა - მომავალ

მშობელთა ყურადღება, თუმცა ისიც გვსურს აღნიშნოთ, რომ არც გამოცდილ მშობლებს

აწყენთ ჩაფიქრება იმ საკითხებზე, რაზეც პროექტში უნდა ვისაუბროთ.

ლიტერატურული ნაწარმოები არა მხოლოდ წასაკითხი და შემდეგ

გვერდზე გადასადებია, არამედ იგი ჩვენი ცხოვრების ერთგვარი გეზის მიმცემიც უნდა

გახდეს. წაიკითხე, მოგეძალა რაღაც ემოცია, გნებავთ დადებითი, გნებავთ უარყოფითი.

პირველის შემთხვევაში ბედნიერებას განიცდი, კმაყოფილი ხარ. აი მეორე კი ძლიერ

აღშფოთებას იწვევს შენში, ნეგატიური ენერგიით გავსებს და მეტი არაფერი? ესაა

         ლიტერატურული შედევრის ფუნქცია, არსი? ნუთუ მნიშვნელოვანი ის იყო, რომ რაღაც

შთაბეჭდილებით დავიმუხტეთ და ნაწარმოების მიღმა ყველაფერი დავივიწყეთ ? ეს რომ

ასე იყოს, ალბათ, დიდებული მწერლები ჩვენი ერისა არასოდეს მოკიდებდნენ კალამს

ხელს. რა აზრი აქვს წერას, თუკი მას რაიმე მნიშვნელობა არ ექნება ? თუ ნაწარმოები არ

ჩააფიქრებს მკითხველს ცხოვრების ავსა და კარგზე, არ დაანახებს ადამის მოდგმას

თავის შეცოდებებს, სინანულით არ აღავსებს, მიძინებულ სინდისს არ გაუღვიძებს და

ჭეშმარიტების გზაზე არ დააყენებს. ჩვენი პროექტიც რა თქმა უნდა არაა კლასიკური

პროზის ნიმუში, უბრალოდ მცდელობაა, ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული

ფასეულობების გამოვლენისა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების

გამოხატვისა. იგი საყურადღებოა ახალგაზრდა თაობისათვის, ისინი ხომ მომავალი

დედები და მამები არიან. მათ უნდა აღზარდონ შვილები და თუ რა ლაფსუსები არ უნდა

დაუშვან აღზრდაში, ამას ამოიკითხავენ ჩვენს პროექტში. რატომ უნდა მართონ

ემოციები, არ აყვნენ გულისთქმას, არ იმძლავროს მათში პატივმოყვარეობამ,

მრისხანებამ და რაც მთავარია გაიაზრონ, რომ მხოლოდ მათზეა დამოკიდებული

ხასიათის წვრთნა, პატიებისა და მოთმინების უნარის ჩამოყალიბება და განვითარება.

ილია ჭავჭავაძე ერთგან წერს: „ შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა...

გამორკვეული უნდა ჰქონდეს რაში იყო მართალი, რაში-შემცდარი, რა ავი მიიჩნია

კეთილად და კეთილი-ავად ’’. ეს ნაწყვეტი გახლავთ წერილიდან „ერი და ისტორია ’’.

ახლა მოდით „ორიოდე სიტყვას გადავხედოთ “: „ისტორია იმითია დიდი, რომ

გვაჩვენებს ჩვენს წინაპართა ცდომილებას, ამასთანავე გვასწავლის ჩკუას... მთელი

კაცობრიობის ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდან ჩვენს

სასარგებლოს არ გამოვიტანთ “.

          ვფიქრობთ, ზემოთ მოყვანილი ციტატები ნათელს მოჰფენს პროექტის

მნიშვნელობას: სხვათა შეცდომებმა ბოროტებასა და უკეთურებას აგვაშოროს,

ჩაგვახედოს სულიერ სამყაროში და თუ მოგვეძალება უსამართლობა, პატიმოყვარეობა,

სიმდაბლე, მრისხანება გავიხსენოთ, რა მოუტანა ამ უარყოფითმა ემოციებმა ჩვენს

პერსონაჟებს. ჩავწვდეტ მათი საქციელის მამოძრავებელ მოტივებს და თუ საღი გონებით

გავაანალიზებთ, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებს ანომალიებს ცხოვრებაში.

პროექტში გამოყენებული ცოდ


          პროექტზე მას შემდეგ დავიწყეთ მუშაობა, რაც გავეცანით ალექსანდრე ყაზბეგის

თხზულებას „ხევისბერი გოჩა“. პარალელურად წავიკითხეთ პროსპერ მერიმეს „მატეო

ფალკონე“, აკაკი წერეთლის „გამზრდელი“, ნიკოლოზ გოგოლის „ტარას ბულბა“. ამ

დაწარმოებებმა ჩვენზე ძლიერ იმოქმედა, მთელი ჩვენი სამყარო შეძრა, ვკითხულობდით

და აღშფოთებას ვერ ვფარავდით. გონებაში ყველას ერთი და იგივე კითხვები

გვიტრიალებდა: როგორ გასწირეს საკუთარი შვილები ? ნუთუ ამ დროს მათში მშობლის

ინსტინქტმა არ გაიღვიძა ? ჩვენც ხომ იმავე საზოგადოების შვილები ვართ, რომელმაც

გაზარდა ხევისბერი, ფალკონე, ბულბა. (საზოგადოება აქ ვიწრო გაგებით არ გვიხმარია,

საერთოდ ადამიანთა მოდგმას ვგულისხმობდით). ადამიანი- რა ღრმა მნიშვნელობის

მატარებელია ეს სიტყვა! განა ყველა ადამიანია ? ყველას ძალუძს პასუხი აგოს

საკუთარ დანაშაულზე ? გაითავისოს ჩადენილი ცოდვის სიმძიმე ? რა მართებულად

განუსაზღვრავს დიდ ილიას, როცა მოთხრობის სათაურად „კაცია-ადამიანი ?!“

შეურჩევია.

          კონცეფციის ეს მუხლი ითხოვს, ავხსნათ რა ცოდნას ეფუძნება ეს პროექტი და

შემდგომში როგორ გამოვიყენებთ ამ ცოდნას. ამ ნაწარმოებთა მიხედვით ჩვენ მხოლოდ

ერთი რაკურსით არ ვიღებთ ცონდას. რაც უფრო ღრმად ჩავუკვირდებით თხზულებებს,

მით მეტ საჭირბოროტო ინფორმაციას მოვიძიებთ მსჯელობისათვის. ეთნოგრაფიულ

ცნობებს რომ დავანებოთ თავი, ადამიანის ქცევის ფსიქოლოგიური, ქვეცნობიერი

იმპულსები ზღვა მასალად მოიყრის თავს ჩვენს წინაშე. რა განაპირობებს ამა თუ

იმ პერსონაჟის საქციელს, რას ემორჩილებიან ისინი: საღ გონებას ? საკუთარი ეგოს

გაფეტიშებას თუ მოზღვავებულ ემოციებს ? რატომ იღებს ერთი პასუხისმგებლობას

საკუთარ თავზე და მეორე სხვას ადებს დანაშაულის მძიმე ბორკილს ? ვინ არის ძლიერი

პიროვნება და საერთოდ, რას ნიშნავს იყო ძლიერი სულის მქონე პიროვნება ?

          ამ ნაწარმოებთა გაცნობის შემდეგ ჩვენთვის უფრო ადვილი იყო სისტემაში

მოგვეყვანა პროექტი. ლიტერატურულ თუ ისტორიულ პარალელთა ფონზე

შედარებით მარტივი გახდა წინამდებარე თემის არსში ჩაწვდომა.თუ ხევისბერი

საკუთარი იმიჯის შებღალვის გამო გამოასალმებს სიცოცხლეს ერთადერთ

პირმშოს(ისევე როგორც მატეო ფალკონემ),ჰაჯი-უსუფი დანაშაულის სიმძიმეს თავად

იტვირთავს,თავს დაიდანაშაულებს. არადა,მამას უფრო მეტი პასუხისმგებლობა

ეკისრებოდა,ვიდრე აღმზრდელს.მაგრამ იყო ერთი ფაქტორი: ხევისბერი თემის

წინამძღოლი გახლდათ,ანგარიშგასაწევი პიროვნება.მას ემორჩილებოდნენ,მისი

სჯეროდათ,ენდობოდნენ.და რა გამოვიდა?საკუთარი შვილი ვერ გაუზრდია მას, ვინც

სხვების აღზრდაზე იყო პასუხისმგებელი? აწი ვინღა მოუსმენდა?ვინ დაემოძღვრებოდა?

გაქრა,დაიკარგა ავტორიტეტი. მატეოსაც შერცხვენა და პატივის აყრა ელოდა. მისმა

შვილმა ხომ ადამიანი გასცა, თანაც ანგარების გამო. საჭირო გახდა გადამჭყვეტი ზომების

მიღება, ოღონდ კი ავტორიტეტი აღმდგარიყო. ამბიციების გამო გაიმეტეს შვილები.

          რაც შეეხება იმ ფაქტს, როცა დედა ჯერ კიდევ მუცელში მყოფ ყრმას კლავს, ეს

დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული სახეობაა მკვლელობისა. რა მნიშვნელობა აქვს

გაჩენილ შვილს მოკლავ, თუ დედის წიაღს შეფარებულ ნაშიერს. რატომღაც პირველი

დიდ დანაშაულად ითვლება და მეორე ჩვეულებრივ მოვლენად აღნიშნავენ. არადა,

მედიცინის მიერ აღიარებულია, რომ ადამიანი ჩასახვისთანავე იწყებს დამოუკიდებელ

არსებობას, აღარაფერი რომ არ ვთქვათ 7,10,12 კვირის ნაყოფზე, რომლის ქმედებანიც

ადამიანური ჩვევების აშკარა გამოვლინებებით ხასიათდება.


პროექტის რესურსები:


1. ალექსანდრე ყაზბეგი, „ხევისბერი გოჩა“

2. პროსპერ მერიმე, „მატეო ფალკონე“

3. ნიკოლოზ გოგოლი, „ტარას ბულბა“

4. აკაკი წერეთელი, „გამზრდელი“

5. მხ. ფილმი „ხევისბერი გოჩა“, ვიდეო ჩანაწერი