вторник, 25 июня 2019 г.

pirveli samodelo



მასწავლებელი
ლიანა ალავიძე
საგანი
რუსული ენა
კლასი
VII
თემა   ,,Похожа ли реклама на пословицу ?
დრო  45 წუთი
მოსწავლეთა პროფილი
24 მოსწავლე (სსსმ მოსწავლე არა არის)
გაკვეთილის მიზანი
საკომუნიკაციო  უნარების განვითარების ხელშეწყობა;  მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის  წაკითხვას,გაგებას,გაანალიზებას,ინტერაქციაში მონაწილეობის მიღებას  და  ზმნის ბრძანებითი კილოზე მიღებული ცოდნის გამოყენებას პრაქტიკაში.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
კითხვა–უცხ.ს.III 7–მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მცირე ზომის თხრობითი ტექსტი.
ამოიცნობს ზოგად შინაარსს;
სათაურს გააზრებულად აკავშირებს ტექსტთან;
ამოიცნობს მთხრობელს,პერსონჟებს ,ავტორს
.ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრობას;
ასახელებს კონკრეტულ ინფორმაციას(ვინ,სად,როგორი,რატომ და სხვ)
ამოიცნობს პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობებს;
ახასიათებს პერსონაჟებს ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობთ;
ამოიცნობს მთხრობელის,პერსონაჟის განწყობილეებს,ემოციებს,დამოკიდებულებას.
 უცხ.ს.III 8––მოსწავლეს შეუძლია  ამოიცნოს ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლები,ნასწავლი ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში;

უცხ.ს.III 10–მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხალშესაწყობად და კითხვის უნარების გასაუმჯობესებლად.
ლაპარაკი–უცხ.ს.III 16–მოსწავლეს  შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა;
უცხ.ს.III 18–მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით საუბარი;
უცხ.ს.III 19–მოსაწვლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ–ჩვევებს;
სწავლის სწავლა–უცხ.ს.III 24– მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები;
უცხ.ს.III 25-მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად;
უცხ.ს.III 29–მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან,მასწავლებლებთან,მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ–ჩვევები
მოსწავლეები ფლობენ საბაზისო ენობრივ უნარ–ჩვევებს, იციან რუსული ანდაზები და შეუძლიათ ზმნის ბრძანებითი კილოს წარმოება.

შეფასება და თვითშეფასება
მიმდინარე განმსაზღვრელი.
შეფასების სქემა ერთვის გაკვეთილის გეგმას.
სასწავლო მასალა და რესურსები
სახელმძღვანელო,დაფა,თვალსაჩინოება,ბარათები,პროექტორი,ნოუთბუქი.
აქტივობები
  1. საორგანიზაციო მომენტი, საშინაო დავალების შემოწმება, მასწავლებლის საუბარი (7–8 წუთი, მთელი კლასი).
მიზანი : წინარე ცოდნის შემოწმება, მოტივაციის შექმნა.
აქტივობის აღწერა : გაკვეთილის მიზნისა და შეფასების რუბრიკების გაცნობა, საშინაო დავალების შემოწმება, ადაზების გამეორება,სატელეფონო ზარი–ადამიანური რესურსი. გაკვეთილის თემის გაცნობა. მასწავლებლის თხრობა.შეკითხვა,,სარგებლობენ თუ არა თქვენი ბებიები,დიდი ბებიები მობილურით?
  1. გაცნობითი კითხვა. ( 4–5 წუთი, მთელი კლასი).
მიზანი : ტექსტის სტრუქტურაში სწრაფად ორიენტირების უნარის განვითარების ხელშეწყობა, ტექსტზე საერთო წარმოდგენის შექმნა.
აქტვობის აღწერა : ზოგადი შინაარსის გასაგებად ილუსტრაციის აღწერა. კითხვებზე პასუხის გაცემა.
„როგორ ფიქრობთ რაზე იქნება ეს მოთხრობა?“.ვარაუდების ჩამოწერა დაფაზე.
ტექსტის შესავსები  ფრაზების განმარტება.
  1. შესწავლითი კითხვა (12–15 წუთი, ჯგუფური მუშაობა).
მიზანი : ტექსტის დეტალური გაგება. შინაარსის სრულად და ზუსტად გაგების უნარების განვითარების ხელშეწყობა.
აქტივობის აღწერა : ტექსტის ნელა და ყურადღებით კითხვა. ლექსიკაზე მუშაობა, ახალი სიტყვების მნიშვნელობების განსაზღვრა და წინადადებების შედგენა. ტექსტის თხრობა ან კითხვებით ამოწურვა.,,გამართლდა თუ არა თქვენი ვარაუდები?
  1. ძიებითი კითხვა (5–7  წუთი, ინდივიდუალურად).
მიზანი : ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის სწრაფად მოძებნის უნარის განვითარების ხელშეწყობა.
აქტივობის აღწერა : კითხვებზე პასუხის გაცემა (სავ.14)
,,როგორ გააგრძელებდით ამ მოთხრობას? რა შეიძლება შემდეგ მოხდეს? ვთხოვოთ ბექას დაგვიხატოს ლიოლკას ბებია.
  1. ბეთჰოვენისა და მოცარტის ფოტოების ჩვენება.კომენტარი. ევროპის ჰიმნის მოსმენა. (2 წუთი )

  1. მოსწავლეთა თვითშეფასება. შეფასება (5 წუთი).


საშინაო დავალება (2–3წუთი).

ტექსტი კარგად კითხვით, ახალი სიტყვების შესწავლა. დასაწერად სავარჯიშო 15, გვ. 135

Комментариев нет:

Отправить комментарий