понедельник, 14 мая 2012 г.

1. პროექტის სახელწოდება:უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში.
2. პროექტის აქტუალობა: მაწანწალა ცხოველების თემა საქართველოში დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. გარდა იმისა, რომ მათ აუტანელ პირობებში უხდებათ ქუჩაში ცხოვრება,უსახლკარო ცხოველები ხშირად ინფექციური დაავადებების მატარებლებადაც გვევლინებიან. მაწანწალა ცხოველების არსებობის ერთერთი მიზეზი პატრონების გულგრილობა და შობადობის უკონტროლო მდგომარეობაში ყოფნაა.ის მეთოდები კი, რომლითაც სათანადო სახელმწიფო სამსახურები ცდილობენ მაწანწალა ცხოველების პრობლემების გადაწყვეტას, ყოვლად არაჰუმანური, მიუღებელი და არაეფექტურია.
3.პროექტის მიზნები:
      კვლევა-ძიებისა და კომუნიკაციიის უნარის განვითარება.
      სასწავლო გარემოსა და რესურსების მართვისა და ეფექტური თანაშრომლობის უნარის განვითარება.
      პრეზენტაციის წარმართვის უნარ-ჩვევების განვითარება.
      სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
 4. მონაწილეთა ასაკი: 14-17 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 6 თვე.
6. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
ბავშვები დაინახავენ პრობლემას და დაფიქრდებიან არსებულ
მდგომარეობაზე, ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას და ისარგებლებენ ინტერნეტრესურსებით, ცხოველთა უფლებების სფეროში გაიღრმავებენ ცოდნას, ისწავლიან როგორ აიცილონ საფრთხე. არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოეწყობა პრეზენტაციები, გამოფენები, დაიწერება ჩანახატები,ესეები, შეიქმნება ბლოგი. დაისახება მაწანწალა ცხოველების დაცვის-დახმარების სისტემის შექმნის იდეა. 7.განხორციელების გზები:თავდაპირველად მოსწავლეები წაიკითხავენ მხატვრულ ლიტერატურას ქართულ და რუსულ ენაზე, ნახავენ ფილმებს და მოიძიებენ მასალებს  ცხოველებზე,გააანალიზებენ.მოსწავლეები შექმნიან პლაკატებს, ნახატებს, დაწერენ ესეებს.აიღებენ ინტერვიუებს ექიმისაგან და დაკბენილი ადამიანებისაგან.     პროდუქტების შექმნის პროცესში მოსწავლეები გამოიყენებენ ისტ-ს , ფოტოკამერას, ინტერნეტ გვერდებს.   გაეცნობიან “ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციას”. განიხილავენ თითოეულ მუხლს,  მოიწვევენ ცხოველთა დაცვის საზოგადოების-”მეგობრის ხმის” ხელმძვანელ გიორგი კალანდაძეს, რომელიც წარმოადგენს პრეზენტაციას  არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით  უპასუხებს მოსწაველეთა შეკითხვებზე. XII კლასელებმა მოამზადებენ პრეზენტაციას PowerPoint-ში (“ცხოველები და ადამიანები”)    ბავშვები  მოენახულებენ უპატრონო
შეაგროვებენ შესაწირავს, იყიდიან საკვებს ცხოველებისათვის.
8. პროექტის შეფასება-თვითშეფასება პროექტზე მუშაობის  6 თვის მანძილზე დროდადრო ვაწარმოებდით მონიტორინგს და  მოსწავლეებს ვაძლევდით  სწორ გეზს და მიმართულებას.(იხ.დანართი 1.შეფასების სქემა პრეზენტაციისათვის. 2.თვითშეფასების სქემა) პროდუქტის  შექმნაში მუდმივად ვახალისებდით  მათ.,  
თავშესაფარში მოსწავლეები  ესაუბრნენ  ვეტექიმ ეკა ბოგატოვას და დაესწრნენ მინი ოპერაციას.
 მთლიანი სამუშაო პროცესი აღბეჭდილია ფოტო და ვიდეო მასალებზე.
 P.S.აღნიშნული პროექტი გავგზავნე მასწავლებელთა კონკურსზე ,,საქართველოს ფორუმი-პარტნიორები განათლებაში 2013“.გადავდა III ეტაპზე.


 შეფასების სქემა პრეზენტაციისათვის

შედეგები
1-3
4-7
8-10
1.საინტერესო შესავალი
ტრაფარეტული და უინტერესოა
არის მცდელობა აუდიტორიის დაინტერესების
საინტერესოდ არის მოწოდებული დამატებით მოძიებული მასალების ხარჯზე
2.თემის გასაგებად წარმოდგენა
დარღვეულია ლოგიკა და ბუნდოვანია
ნაწილობრივ გასაგებია და მოითხოვს განმარტებებს
ლოგიკურად არის აგებული, წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია
3.საუბარი
დაბნეულია და გაუგებრად საუბრობს
ხშირად ჩერდება და იმეორებს ერთსა და იმავეს
გამრთული და გასაგებია, საუბრობს დარწმუნებით
4.დასკვნები
არ არის გაკეთებული
დასკვნები გაუმართავი და ულოგიკოა
ლოგიკურია და კარგად არის ჩამოყალიბებული
5.აუდიტორიასთან კონტაქტი
ვერ ამყარებს კონტაქტს
პერიოდულად ამყარებს კონტაქტს
გრძნობს და ამყარებს კონტაქტს
6.თვალსაჩინოების გამოყენება
არ იყენებს
იყენებს მწირედ
იყენებს სრულად
7. პასუხები აუდიტორიის შეკითხვებზე
უჭირს პასუხებს გაცემა
პასუხობს ნაწილობრივ
პასუხობს გამართულად ყველა კითხვას
                                    

Комментариев нет:

Отправить комментарий